უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა

უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.  2023 წელს უძრავი ქონების ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული. ყველაზე დიდი გაველნა მიგრანტების ნაკადის ზრდამ მოახდინა, ასევე, […]

Categories
Categories:

უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.  2023 წელს უძრავი ქონების ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული. ყველაზე დიდი გაველნა მიგრანტების ნაკადის ზრდამ მოახდინა, ასევე, ფასის ზრდას ხელი შეუწყო სამშენებლო მასალების გაძვირებამაც.

2024 წელს ბაზარი სტაბილიზაციისკენ მიდის. უძრავი ქონების ფასები ზრდის ტემპს ანელებს. რეგულირდება მოთხოვნა მიწოდების ტენდენციაც. 2024 წლის მაისის შემდეგ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად უმჯობესდება. აგვისტოსა და საექტემბერში ფასები მცირედით თუმცა მაინც იზარდება, ასევე , მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა ბოლო ორ თვეში სტაბილურდება. ექსპერტები ვარაუდობენ რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, შემდგომი ტემპი კი დამოკიდებული, როგორც მოთხოვნის  ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფაქტორებზე, მათ შორის გეოპოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

Leave A Review